უკრაინაში საქართველოს ელჩი, რომელიც ხელისუფლებამ კონსულტაციებისთვის თბილისში გამოიძახა, სავალდებულო კარანტინს გადის
უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე საქართველოში იმყოფება და სავალდებულო კარანტინს გადის. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ელჩი კიევიდან მინსკში მანქანით ჩავიდა, მინსკიდან კი თბილისში სხვა მგზავრებთან ერთად გამოფრინდა.
ცნობისთვის, 8 მაისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშვნის გამო, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის თბილისში გამოიძახა.
"ინტერპრესნიუსი"