"უნდა ველოდოთ, ლიბერალების, ოპოზიციის დიდი ნაწილის და იმპორტიორების კონსოლიდაციას პრემიერ გახარიას წინააღმდეგ"
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა ქართული პროდუქტები შეიძინონ. პრემიერის ინციატივა სოციალურ ქსელში პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ შეაფასა:
"შეიძინე ქართული!" - ეს არის "დრამატული" განცხადება საქართველოში ნებისმიერი მოქმედი პოლიტიკოსისთვის - ერთგვარი სტიგმა. 90-იანი წლების შემდეგ ამის თქმა მხოლოდ ღარიბაშვილმა გაბედა ("იმპორტჩანაცვლებას" ვგულისხმობ) და ცოტა ხანში რეზერვში გადასვლა მოუწია. უნდა ველოდოთ, ლიბერალების, ოპოზიციის დიდი ნაწილის და იმპორტიორების კონსოლიდაციას პრემიერ გახარიას წინააღმდეგ. ასეთ განცხადებას ისინი ვერ "გაატარებენ" - ინსტრუქციებში პირდაპირ უწერიათ.
"შეიძინე ქართული!" - ნიშნავს ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდას, მოთხოვნის ზრდა ნიშნავს ადგილობრივი წარმოების გაფართოებას, გაფართოება ნიშნავს წარმოებისთვის საფინანსო რესურსების მოზიდვას ბანკებიდან, ბანკებიდან წამოსული რესურსები კი იმ სამომხმარებლო სესხებს სესხებს მოაკლდებათ, რომლითაც კორეული, თურქული, ჩინური და სხვა იმპორტული საქონლის იმპორტის შემოტანა ფინანსდება, უცხოეთში სამუშაო ადგილები იქმნება და ბიუჯეტში გადასახადები შედის. ვის მოეწონება ახლა ეს?! ქართველ ხალხის გარდა, ცხადია", - წერს ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში. (წყარო)