"სწრაფი ტესტების გამოყენება, დღეს, კორონავირუსის დაავადების დიაგნოსტიკისთვის, არ არის რეკომენდირებული"
სწრაფი ტესტების გამოყენება, დღეს, კორონავირუსის დაავადების დიაგნოსტიკისთვის, არ არის რეკომენდირებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დაავადების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება, მხოლოდ და მხოლოდ, PCR ტესტი, ე.წ მოლეკულური ტექნოლოგია.
"ბევრი კომპანია აწარმოებს სწრაფ ტესტებს. ჯერჯერობით მათი სპეციფიკურობა და მგრძნობელობა არ არის მაღალი. ალბათ, დროთა განმავლობაში, ისინი დაიხვეწებიან, ისევე რიგორც დაიხვეწნენ შიდსის სწრაფი ტესტები, ჰეპატიტების სწრაფი ტესტები. არც ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაცია, არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, არც ევროპის წამლის საგენტო არ იძლევა რეკომენდაციებს, რომ სწრაფი ტესტები გამოიყენონ დიაგნოსტიკური მიზნით," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.