"შენ თბილისი გჭირს, სხვა ჟანგბადი ვერ ჩაისუნთქა შენმა ფილტვებმა! - როგორია ზურა დოიჯაშვილის ჯანმრთელობის მდგომარება?
მომღერალი ზურა დოიჯაშვილი მძიმედ არის ავად და ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში გადის მკურნალობას. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობრები წერენ:
"შენ თბილისი გჭირს, სხვა ჟანგბადი ვერ ჩაისუნთქა შენმა ფილტვებმა! მალე გამოგვიჯანმრთელდი ზურა!", "მეგობრებო, გთხოვთ ყველამ ვილოცოთ ზურას გამოჯანმრთელბისთვის" - წერენ დოიჯაშვილის ახლობლები "ფეისბუქზე".
AMBEBI.GE მომღერლის მდგომარეობით დაინტერესდა და დაუკავშირდა მის მეგობარს, მუსიკოს ნუგზარ კვაშალს:
- ზურა თავის ოჯახთან ერთად ისრაელში ცხოვრობს, იქაური სამედიცინო სამსახური, თითქმის ერთი წელია იკვლევს და ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ზუსტი დიაგნოზი, რა სჭირს. ვერ ვხვდებით, ასე როგორ მოხდა, რომ იქ ამის დადგენა გაუჭირდათ, მაგრამ ფაქტი ასეთია. ხან რა თქვეს, ხან - რა.
რეალურად პრობლემა ფილტვებზეა, მაგრამ ეს არ არის კორონავირუსით გამოწვეული, ფილტვები მანამდეც აწუხებდა.
საოცრად თბილი და კარგი ადამიანია ზურა, უდიდესი მუსიკოსი, რომელსაც ამ ეტაპზე ძალიან დიდი პრობლემა აქვს ჯანმრთელობის მხრივ - ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, თუმცა ამ აპარატზე ადრეც იყო შეერთებული, შემდეგ დასტაბილურდა სიტუაცია და მოხსნეს.
ზურას ყველაზე დიდი და ნომერ პირველი პრობლემა უთბილისობაა. უთბილისოდ ვერ ძლებს, რადგანაც ჭეშმარიტი და ნამდვილი თბილისელია. ვფიქრობ, რომ ასე იმიტომ გამწვავდა მისი მდგომარეობა, რომ ნოსტალგია მოეძალა და ამით გამოწვეული უსიამოვნო ემოციები დაგროვდა მის ორგანიზმში. იხილეთ სრულად