ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 12-ს მიაღწია. მედიის ინფორმაციით, ბოლოს გამოვლენილ პაციენტთა შორის ერთი რუსული უნივერსიტეტის სტუდენტია, რომელიც აფხაზეთში გუშინ დაბრუნდა.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევები აპრილში დაფიქსირდა. ვირუსს გაგრაში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.