"მიხარია, რომ მამა საქართველოში ცხოვრობს - ეს ამაგრებს ჩემს კავშირს სამშობლოსთან" - რას საქმიანობს ნუგზარ რუხაძის შვილი აშშ-ში?
ბორის რუხაძე ქართველი ჟურნალისტისა და ანგლისტის - ნუგზარ რუხაძის ვაჟია და აშშ-ში, ვაშინგტონში ცხოვრობს. იგი მეწარმე და მუსიკოსია, თავის ბენდთან - "The Georgian" ერთად, აქტიურად მუშაობს ახალ სიმღერებზე და სამომავლოდ, საინტერესო გეგმები და ოცნებები აქვს, რაც საქართველოსაც უკავშირდება.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"ოპერა ჩემი პირველი სიყვარულია. ოპერასთან შეხება ადრეული ბავშვობიდან მქონდა, დედაჩემის, მედეა ნამორაძის წყალობით. დედა ცნობილი საოპერო მომღერალია და საოპერო სიმღერის მასწავლებელი..."
"მე და მამას ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს. მანძილი ვერაფერს უშვრება ჩვენს სიახლოვეს. ვაპირებ, ჩამოვიდე და ვინახულო, როგორც კი კარანტინი მოიხსნება. მიხარია, რომ მამა საქართველოში ცხოვრობს - ეს ამაგრებს ჩემს კავშირს სამშობლოსთან..."
"მჯერა, როცა დედამიწის დალაშქვრის შესაძლებლობა მექნება, ამ მოგზაურობაში მამაც შემომიერთდება. ორივეს გადაჭარბებული სიყვარული გვაქვს ყველაფრისა, რასაც ძრავა და ბორბლები აქვს. ერთმანეთს ვეჯიბრებით, თუ ვის უფრო ეგზოტიკური მანქანა ან მოტოციკლი აქვს..."
"როცა დედა მღერის, ვერავითარი კაცი ვერ უძლებს სიყვარულის ცდუნებას. მამაჩემიც არ ყოფილა გამონაკლისი. ჩემს მშობლებთან შეჯიბრება ძნელია..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 14 მაისის ნომერში წაიკითხავთ.
თამთა დადეშელი