ბოლო 24 საათში 19 დაინფიცირებული და კიდევ 10 გამოჯანმრთელებული - როგორია კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში? - კვირის პალიტრა

ბოლო 24 საათში 19 დაინფიცირებული და კიდევ 10 გამოჯანმრთელებული - როგორია კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში?

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში ვირუსისგან 393 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.

ინფიცირებულების რაოდენობა კი ბოლო 24 საათის განმავლობაში 19-ით გაიზარდა და 671 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 3873 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 404 პირი.

ინფორმაციისთვის, 671 ადამიანიდან 393 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.