"ჩემი ხმა ექნება იმ მხარეს, რომელსაც შეწყალების უნარი გააჩნია და არა "ოპერაცია ბორდელების" ავტორებისა და გვამებისმოყვარულ "ევროპელების" - კვირის პალიტრა

"ჩემი ხმა ექნება იმ მხარეს, რომელსაც შეწყალების უნარი გააჩნია და არა "ოპერაცია ბორდელების" ავტორებისა და გვამებისმოყვარულ "ევროპელების"

ცნობილი კარდიოლოგი და ტელეწამყვანი ნინო კუზანანოვა ნადირაძე, პრეზიდენტის მიერ გიგი უგუალვასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას გამოუხმაურა:

ჩემი ხმა ყოველთვის ექნება იმ მხარეს, რომელსაც უკან დახევის და შეწყალების უნარი გააჩნია და არა "ოპერაცია ბორდელების" ავტორებისა და გვამებისმოყვარულ "ევროპელების"

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"მივიღე გადაწყვეტილება, გამოვცე უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების აქტი. სანამ მათი შეწყალება ძალაში შევა, მინდა მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება იოლად გასაგები არ იქნება და შესაძლოა, ვერც მაპატიოს",-განაცხადა პრეზიდენტმა.

ინფორმაციისთვის, გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვეს.

წყარო