"ვითარება იმაზე მძიმეა, ვიდრე ამბობენ" - რას ყვებიან რუსეთში მყოფი ქართველები კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციაზე
COVID-19-ის ინფიცირების მხრივ, ამერიკის შემდეგ, მეორე ადგილზეა რუსეთი. 15 მაისის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში დარეგისტრირებულია 262 843 შემთხვევა, გარდაიცვალა 2 418 პაციენტი.
ამავდროულად, როგორც კრემლის მიერ არაკონტროლირებადი მედია და დასავლური გამოცემები მუდმივად იუწყებიან, რეალურად დაინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ბევრად მეტია.
Financial Times-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ოფიციალურ სტატისტიკაზე 70%-ით მეტია. მსგავსი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, უცხოეთში მყოფი რუსი ბიზნესმენის მიხაილ ხადარკოვსკის მფლობელობაში არსებულმა კომპანია МБХ медиа-მ.
ამ ცნობებს, დასავლური მედიების შეტევად მიიჩნევს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც მსგავს პუბლიკაციებს "უსაფუძვლო სპეკულაცია" და "მორიგი ანტირუსული ფეიკები" უწოდა და ინფორმაციების დაბლოკვა მოითხოვა.
ვირუსის ფონზე ყოველდღიურად რუსეთში ვითარება სულ უფრო მძიმდება, მაგრამ ამის მიუხედავად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქება დააანონსა. არადა, ზოგჯერ ინფიცირების ნაკადი, დღე-ღამეში 10 000-ზე მეტია. მოსახლეობის ნაწილის თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობის ფონზე ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ისინი გააოგნა.
AMBEBI.GE-სთან საუბარში ქართველი ემიგრანტები იმ მძიმე პროცესებზე ჰყვებიან, რომელიც ახლა რუსეთში მიმდინარეობს.
აკო დგებუაძე, მოსკოვში მცხოვრები ქართველი:
- მთელი ღამე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების ხმა ისმის. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ვირუსის თემა მოგონილია, ვიღაცებს, უფრო სწორად, დასავლეთს აწყობს რუსეთი მუდმივად პანიკაში იყოს, არაფერს აწარმოებდეს და გაღატაკდესო... ამიტომ, მიაჩნიათ, რომ უსაფრთხოების ზომების დაცვას აზრი არ აქვს და ძალიან კარგია თუ შეზღუდვებს მოხსნიან. ეს კატეგორია ბევრად მეტია, ვიდრე საღად მოაზროვნეები, ვინც უსაფრთხოების ზომების დაცვისა და კარანტინის გამკაცრების მომხრეა.
უმძიმესი სურათია დიდ ქალაქებში, სადაც არათუ დისტანციას იცავენ, კარანტინის დროს სახლში ჩაკეტილი ადამიანები, ეზოებსა და სახლებში ერთად ქეიფობდნენ იმ შემთხვევაში, თუ ახალი წესების დარღვევისთვის ვინმე პოლიციას გამოიძახებდა, ზოგჯერ ისინიც მათთან ერთად სვამენ... ეს ხდება მოსკოვის გარეუბნებში. სხვაგან ალბათ უარესი ამბებია. ასე გავრცელდა ვირუსი მასშტაბურად.
ამას ემატება დაუცველი ექიმები, რომლებიც დღე და ღამე საავადმყოფოებში არიან. უამრავი მათგანი უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე მუშაობს. ხშირად, თავად დაინფიცირებულები, იძულებული არიან იმუშაონ. საუბარია ასობით დაინფიცირებულზე, საკარინტინო ზომები ყოველდღიურად ფართოვდება, მაგრამ საკმარისი მაინც არ არის... დაინფიცირებული ექიმები ჯანმრთელ პაციენტებთან მუშაობენ, ხშირად უსაფრთხოების ზომების გარეშე. ერთი სიტყვით, ქაოსია. მე ვსაუბრობ სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ საავადმყოფოებზე. ამბობენ, რომ კერძო სამედიცინო დაწესებულებებში უკეთესი მდგომარეობაა. გაგრძელება