"ბიძინა ივანიშვილს სამი არჩევანი აქვს..." - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილს სამი არჩევანი აქვს..."

პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მას ბიძინა ივანიშვილისთვის მხოლოდ კარგი უნდა. როგორც ოქრუაშვილი აცხადებს, ივანიშვილის სულ 3 არჩევანი აქვს - კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი.

"ბიძინა ივანიშვილისთვის მინდა მხოლოდ კარგი. მას აქვს 3 არჩევანი - კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი. მე მას მხოლოდ კარგს ვუსურვებ. კარგი არის ხელისუფლების ცვლილების შედეგად ოპოზიციაში გადასვლა; ცუდი არის პოლიტიკის და ქვეყნის დატოვება; ძალიან ცუდი არის იქ გადასვლა, სადაც გუშინ მე და გიგი ვიყავით. ის რას აირჩევს მე ვერ გეტყვით, ხანდახან მისი ქმედებები ლოგიკაში არ ჯდება," - აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის შეხვედრაზე.

"ინტერპრესნიუსი"