"ხელისუფლებამ რეალობის გრძნობა დაკარგა" - სომხეთში საკონცერტო დარბაზში საველე ჰოსპიტალი მოაწყვეს
სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. 18 მაისს ქვეყანაში 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში კი, კორონავირუსით 4 823 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის, 61 გარდაიცვალა, ხოლო 2 019 გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო, სომეხი სახელმწიფო მოღვაწის კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტული და საკონცერტო დარბაზის ფოიე საველე ჰოსპიტალად გადაკეთდა. ჯერჯერობით იქ პაციენტები არ მიუღიათ, თუმცა თუ საჭიროება მოითხოვს, ჰოსპიტალი უკვე მზადაა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას და ფოტო-ვიდეომასალას azatutyun.am ავრცელებს.
სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 1-ელ მარტს გამოვლინდა. 16 მარტს ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც, დაიკეტა საგანმანათლებლო დაწესებულებები, ჩაიკეტა საზღვრები საქართველოსა და ირანთან, აიკრძალა 20 ადამიანზე მეტის შეკრება. ამ დროისთვის, მიუხედავად ინფიცირებულთა ზრდისა, სომხეთში კარანტინის რეჟიმის დროს დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი მოხსნილია. ფუნქციონირებს რესტორნები და კაფეები.
სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს საზოგადოების ნაწილი აკრიტიკებს. მის მიმართ კრიტიკული შეფასებები იწერება სომხურ მედიაშიც. გაზეთ "გოლოს არმენიის" 21 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ავტორი წერს: გაგრძელება