საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 707 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ამავე ინფორმაციის თანახმად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უცვლელია და 456-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 3914 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 340 პირი.

საქართველოში კრონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

"ინტერპრესნიუსი"