კობახიძე: "ჩვენი დევიზია "მეტი ვანო მერაბიშვილი ოპოზიციას" - კვირის პალიტრა

კობახიძე: "ჩვენი დევიზია "მეტი ვანო მერაბიშვილი ოპოზიციას"

თქვენ იცით ჩვენი დევიზი, ეს არის - მეტი ვანო ოპოზიციას, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური მომავლის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. კობახიძის თქმით, ოპოზიციას წარმატების შანსი არც ერთ შემთხვევაში არ ექნება.

"თქვენ იცით ჩვენი დევიზი, ეს არის - მეტი ვანო ოპოზიციას. რაც მეტი ვანო იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა პარტიაში, მით უკეთესი. დანარჩენი ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს. მათ არც ისე, არც ასე - არანაირი ფორმით არ აქვთ წარმატების შანსი,"- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" შეუერთდება. თუმცა, როგორც "ნაციონალურო მოძრაობის" წევრებმა განაცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიაში საუბარი არ ყოფილა.

"ინტერპრესნიუსი"