უნაღდო ანგარიშსწორება, შეზღუდული სათამაშო არეალი ბავშვებისთვის - რა წესების დაცვით მოუწევთ მუშაობა სასტუმროებს საქართველოში - კვირის პალიტრა

უნაღდო ანგარიშსწორება, შეზღუდული სათამაშო არეალი ბავშვებისთვის - რა წესების დაცვით მოუწევთ მუშაობა სასტუმროებს საქართველოში

"მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებით, ზოგადად აკრძალულია სასტუმროებში "შვედური მაგიდა".

თუმცა, სექტორის თხოვნა ამასთან დაკავშირებით, გაითვალისწინა ხელისუფლებამ," - ამის შესახებ, რადიო "პალიტრასა" და "პალიტრანიუსის" გადაცემაში "საქმე" სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.

"სანამ სასტუმროში შეხვალთ იქნება თერმოსკრინინგი და დეზობარიერი. აუცილებელი იქნება სასტუმროს საჯარო ფართებში იმოძრაოთ პირბადით, ადმინისტრატორი თქვენგან სპეციალური დამცავი ეკრანით იქნება გამოყოფილი. გადახდა იწარმოებს პლასტიკური ბარათით ან გადარიცხვით და ნაღდი ფულის გამოყენება იქნება შეზღუდული.

"პერსონალი დაგხვდებათ აბსოლუტურად ეკიპირებული (პირბადით, ერთჯერადი კომბინიზონით) ოთახი დაგხვდებათ ყველა შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებული. გაგრძელება