"რუსეთში სამუშაოდ არც ახლა წავალ... ჯერჯერობით ჩვენი მიწები არავის დაუბრუნებია" - რა განაცხადა შოთა არველაძემ რუსულ გამოცემასთან? - კვირის პალიტრა

"რუსეთში სამუშაოდ არც ახლა წავალ... ჯერჯერობით ჩვენი მიწები არავის დაუბრუნებია" - რა განაცხადა შოთა არველაძემ რუსულ გამოცემასთან?

შოთა არველაძემ რუსულმა გამოცემა "სპორტს.რუ"-სთან ვრცელ ინტერვიუში პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთში მუშაობას არ აპირებს, რადგან ეს ქვეყანა ოკუპანტია.

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტრევიუდან:

- 2010 წელს დიკ ადვოკატმა რუსეთის ნაკრების ასისტენტად მიგიწვიათ. თქვენ უპასუხეთ: "მე ჯერ არ შემიძლია - ჩვენმა ქვეყნებმა ერთმანეთის ძალიან დიდი ტკივილები მიაყენეს". ახლა წახვალ?

- არც ახლა. ჯერჯერობით ჩვენი მიწები არავის დაუბრუნებია. 2008 წელს ჩემი ოჯახი თბილისში იყო, ბავშვები ბათუმში. მახსოვს, როგორი საშინელება იყო. ამის დავიწყება ძნელია. კლუბში მუშაობა ერთია, მაგრამ ნაკრებში მუშაობა სულ სხვაა. არ მინდა პოლიტიკაში ავურიო ჩემს გრძნობები თქვენი კულტურისა და ქვეყნის მიმართ, მაგრამ ეს სწორი არჩევანის გაკეთებაში ყოველთვის ხელს მიშლის.

2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ჩამოსვლაც კი ვერ მოვახერხე. თქვენ არ გჭირდებათ ვიზა საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვჭირდება რუსეთში. საჭიროა შეაგროვოთ არაერთი დოკუმენტი და საელჩოში ირბინოთ - ამ ყველაფერს დიდი დრო სჭირდება. ვიცი, რომ ბილეთის ყიდვისას შესაძლებელი იყო ვიზა არ იყო საჭირო, მაგრამ...

2002 წლიდან მოსკოვში არ ვყოფილვარ. მხოლოდ წელს, თებერვალში მოვხვდი. "ფახტაკორმა" მოსკოვის "სპარტაკთან" ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ. ყველაფერი შესანიშნავი იყო: როგორც მოსკოვი, ასევე ამინდი. საწყენი მხოლოდ ის იყო, რომ წავაგეთ. კარგი იყო თვრამეტი წლის შემდეგ ჩამოსვლა და დაბადების დღის აღნიშვნა.

- სამწვრთნელო კარიერაში რუსეთიდან რამდენი შეთავაზება მიგიღიათ?

- 2016 წელს, "კრასნოდარის" ხელმძღვანელობას შევხვდი და ვისაუბრეთ. მათ რამდენიმე კანდიდატი ჰყავდათ და საბოლოოდ, არჩევანის სხვის სასარგებლოდ გააკეთეს. "კუბანის" მხრიდანაც იყო ინტერესი, როდესაც გუნდი პრემიერ ლიგაში თამაშობდა და ასევე "რუბინიდან". მაგრამ თურქეთში ვმუშაობდი და ვთქვი, რომ კლუბის დატოვება არ შემეძლო.

ასეთ პირობებში მწვრთნელობა თითქმის შეუძლებელია

- პოლიტიკური ამბიციები თუ გაქვთ?

- პოლიტიკური ამბიციები არ მაქვს. არის საქართველოს მოქალაქის ამბიციები: ვიცხოვროთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც პირველ რიგში კანონი დგას, სადაც ადამიანები შეძლებენ ნორმალურად ცხოვრებას, ერთმანეთს პატივი სცემენ, არ მოიპარავენ, მოკლავენ, სადაც ტურისტები სიამოვნებით ჩამოდიან. ასევე მეზობლებთან მშვიდობიდ რომ ვიცხოვროთ: რუსეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან. ვისურვებდი ასეთ ქვეყანას შვილიშვილებზე ადრე ვიხილო. რა არის ამაში რთული? საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონზე ნაკლებია. ეს მაღიზიანებს, რომ ქვეყანაში, სადაც სამოთხის აშენება შეგვიძლია, პოლიტიკოსებს შეუძლიათ ხალხს სულში ჩააფურთხონ.

- თქვენს მეგობარს, კახა კალაძეს შეუძლია გააკეთოს ის, რასაც ლაპარაკობთ?

- ის ძალიან ნიჭიერი, ქარიზმატული, ამბიციური პოლიტიკოსია, რომელმაც ბევრს მიაღწია და შეიძლება, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკოსი გახდეს. ის ერთ-ერთი მათგანია, ვისაც "კბილების" ჩვენება შეუძლია. ის ფეხბურთში ხასიათითა და დისციპლინით გამოირჩეოდა. ზოგადად მიღებულია, რომ სპორტსმენებს ცხოვრებაში ვერაფერს აღწევენ, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები. იხილეთ სრულად