საქართველო დემოგრაფიულ დაღმართში
მოსახლეობის რაოდენობის ცვლილება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში
1926 წელს საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა 2,666 მილიონ ადამიანს (აქედან ქართველები იყვნენ 67,1%), სომხეთის - 0,881 მილიონს (სომხები 84,4%), ხოლო აზერბაიჯანის - 2,314 მილიონს (აზერბაიჯანელები 62,1%).
საბჭოთა დემოგრაფიული მონაცემებით, 1959 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა გახდა 4,044 მლნ (ქართველები 64,3%), სომხეთის - 1,763 მლნ (სომხები 88,0%), ხოლო აზერბაიჯანის - 3,698 მლნ (აზერბაიჯანელები 67,4%).
1965 წლის შემდეგ საქართველო ამიერკავკასიაში აღარ არის ლიდერი მოსახლეობის რაოდენობით, ხოლო 2005 წლიდან ორჯერ ჩამორჩა აზერბაიჯანს.
აშშ-ში მოქმედი დამოუკიდებელი ციფრული მედიაკომპანია წორლდომეტერს.ინფო-ზე აქვეყნებს სამი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობების შეფასებებს 1955-2020 წლებში, აგრეთვე, დემოგრაფიული ცვლილებების პროგნოზს 2050 წლისთვის.
