საიდან დაინფიცირდა ნიკოლ ფაშინიანი? - რას ამბობს სომხეთის პრემიერ-მინისტრი?
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვარაუდობს, რომ კორონავირუსით ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე დაინფიცირდა.
როგორც ფაშინიანი აცხადებს, შეხვედრაზე ერთ-ერთმა პირმა მაგიდაზე ჭიქა ისე დადო, რომ ხელთათმანი არ ეკეთა.
"ვვარაუდობ, რომ ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრის დროს დავინფიცირდი. როგორც იცით, ასეთი შეხვედრების დროს მაგიდაზე წყლიან ჭიქას დგამენ. პირს, რომელმაც მაგიდაზე ჭიქა დადო, ხელთათმანი არ ეკეთა და მე მას ამაზე შენიშვნაც მივეცი,"- განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, მოგვიანებით აღნიშნულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდა.
"ინტერპრესნიუსი"