ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსი კიდევ 4 პირს დაუდასტურდა
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსი კიდევ 4 პირს დაუდასტურდა, - ამის შესახებ ე.წ. "რესპუბლიკის" მთავარმა ექიმმა ანა გაგლოევამ "სპუტნიკ-ოსეთიას" განუცხადა.
მისივე თქმით, ოთხივე დაინფიცირებული პირი საკარანტინო სივრციდან არიან.
"კორონავირუსი ოთხ ადამიანს დაუდასტურდა, რომელიც ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა. სამი მათგანი კურსანტია," - განაცხადა გაგლოევამ.
ცნობისათვის, ოფიციალური მონაცემებით, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 42 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 30 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაწერეს.
"ინტერპრესნიუსი"