სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 11 817-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ სომხეთის დაავადების კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი იუწყება.
მათივე ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ 19-ით 7 პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 183-ს მიაღწია.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, სომხეთში კორონავირუსისგან 3 513 პირი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, გუშინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთში ეპიდსიტუაცია უარესდება და არიან ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, მაგრამ ქვეყანას მათი დროულად ჰოსპიტალიზაციის რესურსი აღარ აქვს.
"ინტერპრესნიუსი"