სოფელ ქვემო ბოლნისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
სოფელ ქვემო ბოლნისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, საქმეზე საგამოიძებო მოქმედებები მიმდინარეობს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.