საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ მუჟავადან სავარაუდოდ, სამი მოქალაქე გაიტაცეს - კვირის პალიტრა

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ მუჟავადან სავარაუდოდ, სამი მოქალაქე გაიტაცეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ მუჟავადან სავარაუდოდ, სამი მოქალაქე გაიტაცეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, მათ შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"