მშენებარე ობიექტიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

მშენებარე ობიექტიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

ბათუმში მშენებარე ობიექტიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მამაკაცი მშენებლობაზე იყო დასაქმებული. ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები ფაქტს სწავლობენ.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას ექსკლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

შემთხვევა ბათუმში ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"