დრიფტით დაზიანებული დიდგორის მემორიალი - "საყდრისის კომიტეტი" განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

დრიფტით დაზიანებული დიდგორის მემორიალი - "საყდრისის კომიტეტი" განცხადებას ავრცელებს

"საყდრისის კომიტეტი" განცახდებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გვინდა გამოვეხმაუროთ შაბათს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ, არქეოლოგ გოდერძი ნარიმანიშვილის მიერ 5 ივნისს დიდგორის მემორიალზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც კარგად ჩანს მანქანებით "დრიფტაობის" კვალი. გარდა ამისა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით გზის მიმანიშნებელი ბრინჯაოს არწივებიდან ორი გამქრალია.

"საყდრისის კომიტეტი" აღშფოთებას გამოთქვამს ვანდალური ქმედების გამო, მემორიალზე- რომელიც საქართველოში მტერზე გამარჯვების სიმბოლოს წარმოადგენს და მოუწოდებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, ასევე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას დროულად აღკვეთონ მსგავსი ქმედებები დიდგორის მემორიალზე.

"საყდრისის კიმიტეტის "წევრები უახლოესს ხანში სიტუაციის ადგილზე გასაცნობად დიდგორში ჩასვლას გეგმავენ".