"ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც ზაფხულია და ცხელა, მიუხედავად ამისა, ვხედავთ რა ხდება, კლიმატის იმედზე ნუ ვიქნებით" - კვირის პალიტრა

"ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც ზაფხულია და ცხელა, მიუხედავად ამისა, ვხედავთ რა ხდება, კლიმატის იმედზე ნუ ვიქნებით"

კლიმატის იმედზე ნუ ვიქნებით, უფრო იმ წესების დაცვის იმედზე ვიყოთ, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა, - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე კითხვას თუ რა როლი აქვს კორონავირუსის კონტროლი ს მიმართულებით კლიმატს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია ყველა ხედავს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში რა ხდება და რა სიტუაციაა კორონავირუსის მიმართულებით.

"ზაფხულია და ცხელა, ასევე ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც ზაფხულია და ცხელა, მიუხედავად ამისა, ვხედავთ რა ხდება. აქედან გამომდინარე, კლიმატის იმედზე ნუ ვიქნებით და უფრო იმ წესების დაცვის იმედზე ვიყოთ, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა"",-განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, თუ ნიღაბი უკეთია ორივეს - დაავადებულს და ჯანმრთელს, ამას პრაქტიკულად ნულამდე დაყავს დაავადების რისკი.

"მაქსიმალურად დავიცვათ პირველ რიგში ნიღბის ტარება, თუ ნიღაბი უკეთია ავადმყფოს ეს ძალიან ამცირებს გადადების რისკს, თუ უკეთია ჯანმრთელს, ესეც ამცირებს გადადების რისკს, მაგრამ თუ ნიღაბი უკეთია ორივეს - დაავადებულს და ჯანმრთელს, ამას პრაქტიკულად ნულამდე დაჰყავს დაავადების რისკი. ამიტომ მოთხოვნა არის, რომ ნიღაბი უნდა ეკეთოს ყველას, რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ღია სივრცეს, სადაც დისტანციის დაცვა შეგვიძლია და სახლშიც არ არის აუცილებელი ნიღბის ტარება," - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

"ინტერპრესნიუსი"