მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ორივე ინფიცირებული სოფელ ქირაჩ-მუღანლოდანაა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.

მარნეულში დღეისათვის ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 36 შემთხვევაა, მათგან 29 გამოჯანმრთელებულია.

"ინტერპრესნიუსი"