"რაც მე "ფეისბუქზე" ვნახე, რა ხდებოდა იმ დღეს "ფაბრიკაში"..." - რისკენ მოუწოდებს ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს?
ბევრად მომატებული რისკია ის, რაც "ფაბრიკაში" და ღვინის აღმართზე ხდებოდა, ვიდრე ერთიანი ეროვნული გამოცდები, იმიტომ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიდიან ჯანმრთელი ბავშვები და იქ, შესაძლებელია, დიდი ალბათობით მოხვდეს ინფიცირებული ადამიანი,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, თვითშეგნების და ერთობლივი მოქმედებების შედეგია, რომ საქართველო ნაკლებდაზიანებულია და მუშაობა ასე უნდა განვაგრძოთ.
"გავითავისოთ, რომ კორონავირუსი არ დამარცხებულა. პანდემია გრძელდება მსოფლიოში. ნუ გავთამამდებით. დავიცვათ რეკომენდაციები, ჯარიმებით და დასჯით არა, თვითშეგნებით. აქამდე დიდი თვითშეგნება იყო ქვეყანაში, ამ ერთობლივმა მოქმედებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ საქართველო შედარებით ნაკლებდაზიანებულია დღეს. გავგრძელოთ ასე მუშაობა. რაც მე "ფეისბუქზე" ვნახე, რა ხდებოდა იმ დღეს "ფაბრიკაში"... თავი შევიკავოთ, სანამ პანდემიაა, რადგან ეს ძალიან მომატებული რისკია, ბევრად მომატებული რისკია ის, რაც "ფაბრიკაში" და ღვინის აღმართზე ხდებოდა, ვიდრე ერთიანი ეროვნული გამოცდები. იმიტომ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიდიან ჯანმრთელი ბავშვები და იქ შესაძლებელია, დიდი ალბათობით მოხვდეს ინფიცირებული ადამიანი და ერთი ინფიცირებული ადამიანი იმ "ფაბრიკაში" დააინფიცირებს დაახლოებით 20-ს და შემდეგ გეომეტრიული პროგრესია გვექნება",- განაცხადა გამყრელიძემ.