ბათუმში, თევზის ბაზარში აფეთქება მოხდა - კვირის პალიტრა

ბათუმში, თევზის ბაზარში აფეთქება მოხდა

ბათუმში, თევზის ბაზარში აფეთქება მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძარი ლიკვიდირებულია. მათი ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. უწყებაში აცხადებენ, რომ აფეთქების მიზეზს გამოძიება დაადგენს.