"იმდენი წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭების ქალაქში, ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება, მთავრობა ეს ქენით და ის ქენით..." - კვირის პალიტრა

"იმდენი წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭების ქალაქში, ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება, მთავრობა ეს ქენით და ის ქენით..."

ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ადამიანი, მამაკაცი, ახალგაზრდა, ჯანით და ენერგიით სავსე, თუ აქვს შესაბამისი სურვილი, სამართლიანობა, ღირსება, ყოველთვის შეძლებს ამ ქვეყანაში საქმე გააკეთოს ისე, როგორც ამას ფერმერი გიორგი მჭედლიძე აკეთებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში მცხოვრებ ფერმერ გიორგი მჭედლიძესთან სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქმის კეთება ვისაც უნდა, ყოველთვის შეძლებს, მიუხედავად რთული პრიობებისა.

"ბოლო დღეების განმავლობაში იმდენი წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭების ქალაქში, ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება, მთავრობა რას შვრები, როდის ჩამოვა ტურისტი, მოგვეხმარეთ და ეს ქენით და ის ქენით. რეალურად ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ადამიანი, მამაკაცი, ახალგაზრდა, ჯანით და ენერგიით სავსე, თუ აქვს შესაბამისი სურვილი, სამართლიანობა, ღირსება, ყოველთვის შეძლებს ამ ქვეყანაში საქმე გააკეთოს ისე, როგორც ამას ფერმერი გიორგი მჭედლიძე აკეთებს. 6 თვის წინ ვიყავით ვაშლის ბაღებში, სადაც ასევე შესანიშნავი ბაღებია. იქაც ვსაუბრობდით, ბევრ რამეზე შევთანხმდით. საქმის კეთება ვისაც უნდა ყოველთვის შეძლებს, მიუხედავად რთული პირობებისა, რა პირობებში ახლა ქვეყანას უწევს ცხოვრება, საქმე აკეთოს. ყველანაირი წუწუნისა და ვიღაცებზე გადაბრალების გარეშე. ეს კაცი არის ამის მაგალითი," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, რთულია ახლა ადამიანს აუხსნა, რომ ეპიდემია ძალიან დიდი რისკია, კოვიდ -19 ძალიან დიდი რისკია.

"ასეთ ამინდში, ასეთ რეგიონში, სხვა გამოწვევა გვაქვს. უნდა გვახსოვდეს, რომ არ არის ეს ხელწამოსაკრავი და სახუმარო საქმე. ახლა თუ რაღაცას ვაკეთებთ, შედეგი გვაქვს, გვაქვს ერთობლივი მუშაობით და ასე უნდა გავაგრძელოთ. აქ უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო გავუფრთხილდებით ერთმანეთს და დავიცავთ წესებს, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება, რომ ეკონომიკა ნელ-ნელა გამოვაცოცხლოთ და სოფლის მეურნეობაც მათ შორის," - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო