"ტვ პირველს" ვახო სანაია და ნინო ჟიჟილაშვილი ტოვებენ? - რა ხდება ტელეკომპანიაში? - კვირის პალიტრა

"ტვ პირველს" ვახო სანაია და ნინო ჟიჟილაშვილი ტოვებენ? - რა ხდება ტელეკომპანიაში?

"ტვ პირველში" სავარაუდოდ, მორიგი საკადრო ცვლილებები იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანიას ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი სახეები - ვახო სანაია და ნინო ჟიჟილაშვილი ტოვებენ.

უცნობია, რას უკავშირდება "პოლიტმეტრის" წამყვანების აღნიშნული გადაწყვეტილება, თუმცა კიდევ ერთი ინფორმაციით, მათ მალე ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ვიხილავთ.

საკადრო ცვლილებების ტალღა "ტვ პირველში" ნოდარ მელაძის მისვლით დაიწყო, რომელიც ტელეკომპანიის გენერალურ პროდიუსერად დანიშნა მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა ინგა გრიგოლიამ. თუმცა, ხელმძღვანელის ამ გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელი აღფრთოვანებით არ შეხვედრია.

ფარული შიდა დაპირისპირების პირველი ნიშანი ის იყო, რომ ტელეწამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა "პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტი დატოვა და გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მისი და "არხის ხელმძღვანელობის ხედვები საინფორმაციო სამსახურის განვითარების მიმართულებით, ამ ეტაპზე ერთმანეთს არ დაემთხვა".

თუმცა, ამის მიუხედავად ჟიჟილაშვილმა კვლავ განაგრძო მუშაობა "პოლიტმეტრში" და დაანონსდა ისიც, რომ მისი წამყვანობით არხზე კიდევ ერთი თოქ-შოუ იწყებოდა.

მაისის დასაწყისში თანამდებობიდან წასულ ჟიჟილაშვილს, ივნისის დასაწყისში ინგა გრიგოლია მიჰყვა. მან "ტვ პირველის" გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა და მიზეზად დაასახელა ის, რომ "მისი საქმიანი და ოჯახური ინტერესები ძალიან შეეჯახა ერთმანეთს". გაგრძელება