საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა - სულ რამდენი ინფიცირებული და გამაჯანმრთელებული გვყავს ქვეყანაში? - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა - სულ რამდენი ინფიცირებული და გამაჯანმრთელებული გვყავს ქვეყანაში?

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 827-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 690-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 3230 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 285 პირი. საქართველოში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

"ინტერპრესნიუსი"