"ჩვენთან მოთავსებული ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო უცნობია, ასაკოვანი ქალია და ძირითადად სახლში იყო" - კვირის პალიტრა

"ჩვენთან მოთავსებული ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო უცნობია, ასაკოვანი ქალია და ძირითადად სახლში იყო"

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1 სამედიცინო პერსონალია, 1 საკარანტინო სივრციდან, 4-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ინფექციურში 1 პაციენტი მოთავსდა, რომელსაც კორონავირუსი "ცხელების ცენტრში" დაუდასტურდა. მისი ინფორმაციით, ეს ადამიანი ძირითადად, სახლში იმყოფებოდა.

"დაგვემატა 6 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 4-ით გაიზარდა მხოლოდ. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 121 პაციენტი მკურნალობს. 6 ახალი შემთხვევიდან 1 არის საკარანტინო სივრციდან, შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა, 1 არის სამედიცინო პერსონალი და 4 არის პაციენტი, რომლის წყაროს დადგენა გრძელდება. პირველწყარო, როგორც ასეთი, ამ 4 შემთხვევასთან არ არის დადგენილი, მიმდინარეობს მათი კონტაქტების კვლევა, ჩაღრმავებული ეპიდკვლევა და ვნახოთ, რამდენიმე დღეში უნდა მოიძიოს ამათი წყარო ინფიცირების. ჩვენთან 1 ახალი პაციენტი მოთავსდა ამ 6-დან და მისი დაინფიცირების წყარო უცნობია. ჩემთან მოხვედრილი პაციენტი ძირითადად სახლში იყო, ასაკოვანი ქალბატონია. ცხელების ცენტრში დაუდასტურდა მას დიაგნოზი და ცხელების ცენტრიდან გადმოყვანილ იქნა ჩვენთან", - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო