გუფთამ კლინიკები ბითუმად იყიდა
თბილისში პირველი კლინიკური საავადმყოფოს (ე. წ. არამიანცის) კომპლექსში შემავალი ოთხი კლინიკა 2.290.000 ლარად გაიყიდა. კლინიკების მფლობელი ინდური წარმოშობის ბიზნესმენი დანიელ გუფთა გახდა. გუფთა კომპანია A"mtel-Properties" დირექტორია, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კი - სუდჰირ გუფთა. ეს კომპანია სასტუმროების და სასაწყობე მეურნეობების მფლობელია და სამედიცინო პროფილი არა აქვს. ინვესტორი ვალდებულია, კლინიკებს პროფილი 7 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს.