საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა - ვირუსი კიდევ სამ მედიკოსს დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა - ვირუსი კიდევ სამ მედიკოსს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 831 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 3213 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 303 პირი.

ინფორმაციისთვის, ადამიანიდან გამოჯანმრთელებულია, ხოლო 13 გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ სამ მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯამში კლინიკას 4 ინფიცირებული მედიკოსი ჰყავს.

"ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 34 პაციენტია, მათგან 10 პაციენტს დადასტურებული აქვს კოვიდინფექცია. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა იმიტომ, რომ იმყოფება მართვით სუნთქვაზე და ორმხრივი პნევმონია აქვს. სამედიცინო პერსონალიდან 4-ს დაუდასტურდა კოვიდინფექცია, ეს მოხდა გუშინ პირველი შემთხვევა და დღეს კიდევ 3 დაემატა. ჩვენ მუდმივარდ ვატარებდით გეგმურად Pჩღ ტესტირებას მთელი პერსონალის, ახალი დამთავრებული გვქონდა, სრულად გატესტილი გვყავდა და ყველა ნეგატიური იყო, ახლა თავიდან დავიწყეთ და გავტესტავთ მედპერსონალს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გავრცელება", - განაცხადა გოფოძემ.

მისი თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება წყაროებს, მათი კვლევა მიმდინარეობს.

"წყაროს თქმა ძალიან ძნელია. პირველი, ვისაც დაუდასტურდა, ეს იყო კორიდორის დამლაგებელი და მას უშუალოდ პაციენტებთან შეხება არ ჰქონია, მაგრამ საიდან მოვიდა, ამის ძებნა ჩვენთვის ძალიან ძნელია. ამაზე NჩDჩ მუშაობს, იკვლევს მათ კონტაქტებს და შემდგომში კონტაქტების შემოწმების შემდგომ ვნახავთ, საიდან მოხდა დაინფიცირება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შეიძლება ითქვას, რომ ნაკლები სიმპტომები აქვთ. ერთადერთი, პირველად ვისაც დაუდასტურდა, მას ჰქონდა ცხელება 37.2, დანარჩენებს ცხელებაც არ უფიქსირდებათ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ისინი ჩვენთან დაკვირვების ქვეშ იქნებიან. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად იქნეს გამოკვლეული კლინიკაში მომუშავე მედპერსონალი, თავისი ადმინისტრაციის ჩათვლით, ამის შემდგომ გვეცოდინება, რა კონდიციაშია ჩვენი სტაფი", - აღნიშნა გოფოძემ.

"ინტერპრესნიუსი"

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 831 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 3213 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 303 პირი.

ინფორმაციისთვის, ადამიანიდან გამოჯანმრთელებულია, ხოლო 13 გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.