"ალბათ ყველას გახსოვთ ეს ლამაზი წყვილი წაჩხურუდან,შეეძინათ ნანატრი ვაჟკაცი!" - რას ჰყვება ფოტოგრაფი რომელმაც ემოციური კადრი აღბეჭდა - კვირის პალიტრა

"ალბათ ყველას გახსოვთ ეს ლამაზი წყვილი წაჩხურუდან,შეეძინათ ნანატრი ვაჟკაცი!" - რას ჰყვება ფოტოგრაფი რომელმაც ემოციური კადრი აღბეჭდა

"როცა გულით შესთხოვ უფალს, უთუოდ შეისმენს შენს ვედრებას" - ასე ამბობენ მარტვილის მუნიციპალიტეტის ულამაზეს სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარს თუ მოინახულებს წყვილი, რომელსაც შვილი არ უჩნდება. ტაძარში განსაკუთრებული ხალხმრავლობა აღდგომის მეოთხე დღეს - ხუთშაბათს არის. უამრავი მორწმუნე, უშვილო ცოლ-ქმარი, ჯვარდასაწერი ქალ-ვაჟი ევედრება ხელის მომართვას უფალს. ამ დღეს ყოველთვის წვიმს და იქაურობა ნისლით იბურება.

შარშანწინ სწორედ წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის ეზოში გადაიღო ფოტოგრაფმა ლაშა შალამბერიძემ მომლოცველი წყვილი, რომელიც უფალს შვილს სთოვდა. ფოტო იმდენად ემოციური იყო, რომ სრულიად საქართველო მოიცვა. ამ აბიდან ორი წლის თავზე ვიგებთ, რომ მერი მელაძეს და თორნიკე სულაკაძეს შვიდი წლის შემდეგ ნანატრი ბავშვი ეყოლათ.

"დაიბადა ჩვენი პრინცი იოანე,მადლობა ღმერთს ამ დიდი ბედნიერებისთვის", - წერს ახალშობილის დედა სოციალურ ქსელში.

როგორც mshoblebi.ge-ს ცნობილი ფოტოს ავტორმა უთხრა, ამ ამბავმა ძალიან გაახარა და რადგან მათი ნომერი არ იცოდა, ინტერნეტის საშუალებით მიულოცა:

"ალბათ ყველას გახსოვთ ეს ლამაზი წყვილი წაჩხურუდან, გავიგე ყველასთვის სასიხარულო ამბავი, 7 წლის შემდეგ ღვთის წყალობით შეეძინათ ნანატრი ვაჟკაცი! გილოცავთ ამ დიდ სიხარულს. ყველას, ყველას, ყველას, ვინც ამ ლამაზ მონასტერში უდიდესი ნატვრის ახდენის რწმენით მიდიხართ, გისურვებთ მალე გამოგეცადოთ მშობლის და შვილის სიყვარული. უფალმა აგიხდინოთ ყველა კეთილი ნატვრა. ამინ!"

mshoblebi.ge -ს თან საუბარში ფოტოს ავტორმა ლაშა შალამბერიძემ გაიხსენა ის დღე, როცა წყვილი თავის ფოტოობიექტივში მოაქცია.

- მე თვითონ არ ვიცოდი იმის შესახებ, თუ ასეთ რამეს ვნახავდი. უბრალოდ მეგონა, რომ იქ იქნებოდა 50 ადამიანი მაქსიმუმ, მაგრამ იქ დამხვდა ალბათ 500 კაცი სულ ცოტა. ეს კადრი რომ დავინახე, ვიდექი ჩემს კოლეგასთან ერთად და ორივემ გადავიღეთ. ამიტომ 2 ფოტოა გავრცელებული სხვადასხვა ლოგოთი. ამ ფოტოს გამო რამდენჯერმე გავილანძღე კიდეც. განაგრძეთ კითხვა