"გა­მოც­დის ჩა­ტა­რე­ბა ნი­ღაბ­ში კლი­ნი­კურ-ჰუ­მა­ნუ­რი თვალ­საზ­რი­სით მი­უ­ღე­ბე­ლია" - რას გვირჩევს ზურაბ გურული? - კვირის პალიტრა

"გა­მოც­დის ჩა­ტა­რე­ბა ნი­ღაბ­ში კლი­ნი­კურ-ჰუ­მა­ნუ­რი თვალ­საზ­რი­სით მი­უ­ღე­ბე­ლია" - რას გვირჩევს ზურაბ გურული?

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული თვლის, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების პირბადით ყოფნა მათთზე უარყოფით გავლენას მოადენს.

კერძოდ, როგორ გურული სოციალურ ქსელში წერს, ნიღაბმა შესაძლოა დააქვეითოს გონებრივი შესაძლებლობების ადექვატური გამოვლენა და გამოიწვიოს გონების დაკარგვა.

"სპეციალური სამედიცინო ნიღაბი - N 95, შესუნთქულ ჰაერში ჟანგბადის კონცენტრაციას დაახლოებით 20 %-ით ამცირებს. რაც შეეხება ე.წ. ქირურგიულ ნიღბებს, აქ ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდნენ პროცენტებზე, მაგრამ რამდენიმე მიმდინარე კვლევამ უკვე აჩვენა, რომ მჭიდროდ მორგებული ჩვეულებრივი ნიღაბიც იგივე პრობლემას იწვევს. ჯერჯერობით არ ჩანს დამაჯერებელი კვლევა, რომელიც ნიღაბის მიღმა სუნთქვისას ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდის პროცენტებს დააფიქსირებდა. ამასთან, კვლევები ძირითადათ ჩატარებული იქნა საოპერაციოებში, სადაც ფიქსირებული გარემოს ტემპერატურაა, რაც ხელს უშლის ორგანიზმის გადახურებასაც და სისხლში ნახშირორჟანგით შემცველობის ზრდით გამოწვეულ პრობლემას - მოთენთვა-ძილიანობას.

ცხადია, საოპერაციოს პერსონალი რუტინულად ატარებს ნიღაბს და არავის შეუმჩნევია რაიმე საშიში ეფექტი, თუმცა, მომატებული ადრენალინისა და გარემოს ტემპერატურის შემთხვევაში საოპერაციოს ახალბედებში სინკოპური (გულის წასვლა) ეპიზოდები არც ისე იშვიათობაა.

ჩემი აზრით, გამოცდის ჩატარება ნიღაბში შესაძლოა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით გამართლებული იყოს, მაგრამ კლინიკურ-ჰუმანური თვალსაზრისით მიუღებელია. ბუნებრივად მომატებული ადრენალინი, ტვინის დაძაბული მუშაობა, პრაქტიკულად გარანტირებული დეჰიდრატაცია საკმარისი ეფექტებია იმისათვის, რომ დააქვეითოს გონებრივი შესაძლებლობების ადექვატური გამოვლენა და გამოიწვიოს გონების დაკარგვის ხშირი შემთხვევებიც. ამ პრობლემის იდეალური გადაწყვეტა არ არსებობს, თუმცა შესაძლებელია გონივრული კონსენსუსის მიღწევა.

მაგალითად, აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ აბიტურიენტები თავისთავად მიეკუთვნებიან დაავადებისათვის ძალიან დაბალი რისკის ჯგუფს თავიანთი ასაკის გამო, შესაბამისად ზედმეტი კონსერვატიულობა საჭირო არ არის. შესაძლებელია გამოცდა ჩატარდეს ისეთ დარბაზში, სადაც კარგად იქნება საჭირო დისტანციები დაცული, რაც აგრეთვე შეამცირებს რისკს.

გამოცდა აგრეთვე შეიძლება ჩატარდეს გაშლილ ტერიტორიაზე, მხოლოდ ზემოდან დახურული ტენტის ქვეშ, სადაც ბუნებრივი ვენტილაცია მინიმუმამდე დაიყვანს ინფექციის გავრცელების შანსებს. აბიტურიენტებისათვის შედგენილი იქნას სავალდებულო ჰიგიენური წესების ნუსხა, თუნდაც როგორ მოახერხონ დაცემინება, ან შეიკავონ თავი ხმამაღალი საუბარისაგან, ახლო კონტაქტებისაგან და ა.შ. მოკლედ, გამოცდის სავალდებულო ჩატარება ნიღბებში არაჰუმანური გადაწყვეტილებაა და დარწმუნებული ვარ, ლოგიკური მსჯელობითა და მოქნილი აზროვნებით შესაძლებელი იქნება ამ პრობლემის მოხსნა" - წერს გურული. წყარო

იხილეთ ასევე: "სომხეთი არ მიიღებს მის მიერ გაკრიტიკებული ქვეყნისაგან არანაირ დახმარებას" - რას აცხადებს ზურაბ გურული, საქართველოს მხრიდან სომხეთის დახმარებაზე