რა ზიანი მიაყენა სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტს? - კვირის პალიტრა

რა ზიანი მიაყენა სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტს?

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დაისეტყვა. ადგილობრივების თქმით, სოფელ საბუესა და შილდაში სეტყვამ ნათესები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები დააზიანა.

ასევე, უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო და პირველი სართული დაიტბორა.

სეტყვას და წვიმას ძლიერი ქარი ახლდა თან. ძლიერმა ქარმა ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე ხე მოგლიჯა, თუმცა ავტომანქანებით მოძრაობა არ შეფერხებულა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.

ყვარლის მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ზარალის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და სტიქიის ზონაში ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს.

"ინტერპრესნიუსი'