"აქამდე ხომ არაფერი მითხოვია, ახლა გთხოვ: არ დამტოვო, დათო!" - კვირის პალიტრა

"აქამდე ხომ არაფერი მითხოვია, ახლა გთხოვ: არ დამტოვო, დათო!"

22 მაისს, ცნობილ ექიმ-ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი და ნარკოლოგი დავით ანდღულაძე  ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა - ქვეყანაში "კომენდანტის საათის" გაუქმების შემდეგ, თამარაშვილის ქუჩაზე სახლისკენ ველოსიპედით მიმავალ ანდღულაძეს, მანქანა დაეჯახა.

ავარიის შედეგად მან სერიოზული დაზიანებები მიიღო, თუმცა ექიმები დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებენ. მათი თქმით, დინამიკა  პოზიტიურია, თუმცა დათოს მდგომარეობა მაინც ძალიან მძიმეა.

მისმა მეგობარმა ნუნუცა აბუთიძემ "ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა:

"…გთხოვ, კარგად დამიგდე ყური:

გთხოვ, იცოცხლე!

გთხოვ, გაუძელი!

გთხოვ, იბრძოლე!

გთხოვ, ილოცე!

გთხოვ, გაიმარჯვე!

წარმოუდგენლად მნიშველოვანი ხარ.

შენ ვალდებული ხარ იცოცხლო, აქამდე ხომ არაფერი მითხოვია, ახლა გთხოვ: არ დამტოვო დათო!

თან, ჩვენი ცხელი შოკოლადის პირობა, რომელიც იმ საღამოს დავდეთ, რათა ავღნიშნოთ ჩემი გადარჩენა, უკვე შენიც... გთხოვ არ მატირო სულ შოკოლადის დანახვაზე, რომელიც ასე გიყვარს...

"ადამიანი ცალკე გარიყული კუნძული როდია, არამედ ყოველი ადამიანი ერთი მთლიანის ნაწილია" ხომ მასწავლე, ჰო და მწამს და მეიმედები..

მარტო არ ხარ!

არ გაბედო დანებება და უამრავი ადამიანის იმ ნათელი წერტილის ჩაბჟუტვა რომელსაც, დავით ანდღულაძე ჰქვია!

მიყვარხარ და მჭირდები,

შენი ეგოისტი და მტირალა ნინუცა".

პაციენტის მკურნალობის და რეაბილიტაციის ხარჯები საკმაოდ მაღალია და დავით ანდღულაძის დასახმარებლად მისმა მეგობრებმა ანგარიშის ნომერი გახსნეს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის ჩარიცხვა.

საქართველოს ბანკი:

GE04BG0000000125920900

მიმღები: სოფიო ანდღულაძე / Sopio Andghuladze

დანიშულება: შემოწირულობა დავით ანდღულაძისთვის