"ჩემმა ცოლმა მაჩუქა სრულყოფილება" - რას ამბობს მეუღლეზე რამაზ ნოზაძე - კვირის პალიტრა

"ჩემმა ცოლმა მაჩუქა სრულყოფილება" - რას ამბობს მეუღლეზე რამაზ ნოზაძე

გადაცემა "პროფილი" რამაზ ნოზაძისა და ხატია სიჭინავას ოჯახს ესტუმრა. წყვილს ცოტ ხნის წინ ვაჟი შეეძინათ. სწორედ ამ ამბავზე ისაუბრა ახალშობილის მამამ:

"ცხოვრებაში არაფერი არ უნდა გაუჭირდეს ჩემს არცერთ შვილს, იმიტომ, რომ მე ისე არ გავზრდი, რომ ცუდი შვილები მყავდეს და ღმერთმა ინებოს, რომ ჩემი შვილები იყვნენ ჩემზე უკეთესები. ჩემმა ცოლმა, ჩემმა არჩევანმა, ჩემმა ხატიამ მე მაჩუქა, რაც უნდა ეჩუქა ცოლს... მე მისგან მოსათხოვი მეტი აღარაფერი მაქვს, იმ სიყვარულის მეტი, რასაც მჩუქნის ჩემი ხატია ყოველ დღე, მაგრამ სასიამოვნო იცით რა არის, გოგო რომ გაჩენილიყო, კიდევ უფრო მეყვარებოდა, მაგრამ აი, შემივსო ის მომენტი, ბიჭიც რომ "გამიჩითა"... ჩათვალეთ, რომ მთლიანი კომპლექტი მაქვს იმ დიდი სიხარულის, რაც ყველა  ოჯახში უნდა იყოს. მე არავის არ ვაკნინებ, ვისაც გოგოები ჰყავს, ან მხოლოდ ბიჭები... ჩათვალეთ, რომ ჩემმა ცოლმა მაჩუქა სრულყოფილება" , - აღნიშნა რამაზ ნოზაძემ.

"მე კიდევ, ვფქირობ, რომ რა სასაცილო იქნება ჩემს შვილს შეყვარებული რომ ეყოლება და გოგოს ეცოდინება, რომ სამი მული ჰყავს", - დასძინა ხატია სიჭინავამ.

შეგახსენებთ, რომ  ყოფილ ტელეწამყვან ხატის სიჭინავს და სპორტსმენ რამაზ ნოზაძეს 3 გოგონა ჰყავთ, 6 მაისს კი ნანატრი ბიჭის მშობლები გახდნენ.