კადრები ნაძალადევის რაიონიდან, სადაც 2 საცხოვრებელი სახლი იწვის - კვირის პალიტრა

კადრები ნაძალადევის რაიონიდან, სადაც 2 საცხოვრებელი სახლი იწვის

ნახალოვკაში, მახალდიანის ქუჩაზე ორი ორსართულიანი სახლი იწვის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 10 სახანძრო სამაშველო ჯგუფი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

"ინტერპრესნიუსი"