"ქორ­წი­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 8 თვე­ში მოხ­და... მან­ქა­ნა მო­უ­ცურ­და და მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს შე­ე­ჯა­ხა..." - ულამაზესი წყვილის სიყვარულის ისტორია - კვირის პალიტრა

"ქორ­წი­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 8 თვე­ში მოხ­და... მან­ქა­ნა მო­უ­ცურ­და და მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს შე­ე­ჯა­ხა..." - ულამაზესი წყვილის სიყვარულის ისტორია

ანი ღონღაძე ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" წამყვანია, თუმცა ის საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ, პროექტიდან "ახალი ხმა" გაიცნო. მომღერალმა 2015 წელს ბედი ფეხბურთელ გიორგი თექთუმანიძეს დაუკავშირა. წყვილს ძალიან ლამაზი სიყვარულის ისტორია აქვს, რომელმაც უმძიმეს განსაცდელს გაუძლო...

ანი ღონღაძე ახლა AMBEBI.GE-ს სტუმარია და იხსენებს როგორც მისი სიყვარულის ისტორიას, ისე იმ მძიმე დღეებს, რომელიც წყვილმა ერთად გაიარა და დაძლია.

- ჩემი და გიორგის სიყვარულის ისტორია თეატრალურ უნივერსიტეტში დაიწყო. რომ ჩავაბარე, ის უკვე სწავლობდა და ყველას უკვირდა, ასეთ წარმატებულ ფეხბურთელს "თეატრალურში" რა უნდოდა (გიორგი სხვადასხვა წლებში თამაშობდა: "დინამო თბილისში", რუსთავის "მეტალურგში", ცხინვალის "სპარტაკში", გორის "დილაში" და თბილისის "ლოკომოტივში", ავტ). სანამ გავიცნობდი, ლექტორებისგან მესმოდა, რომ ჩვენთან ერთი ფეხბურთელი სწავლობს და არაჩვეულებრივად წერსო... მერე გავიცანით კიდეც ერთმანეთი. მისი ვარჯიშებიდან და თამაშებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტში ძალიან იშვიათად დადიოდა, ამიტომ ერთმანეთს მხოლოდ მისალმებით ვიცნობდით.

მერე დაიწყო პროექტი "ახალი ხმა", რომელშიც მეც ჩავერთე. ერთ დღესაც თავის გუნდთან ერთად, უყურებდა პროექტს, მნახა და მაშინვე მომწერა... ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა... შეყვარებულები თითქმის სამი წელი ვიყავით. შემდეგ დაქორწინება გადავწყვიტეთ.

- დაოჯახებიდან მალევე მოხდა ის მძიმე შემთხვევა, რომელმაც თქვენი ოჯახის ცხოვრება მოულოდნელად შეცვალა - ვგულისხმობ ავარიას, რომელიც გიორგის ლანჩხუთის გზაზე შეემთხვა...

- ქორწილიდან დაახლოებით 8 თვეში მოხდა... ბათუმში მეგობრებთან ერთად ვიყავი, თვითონ ვარჯიშების გამო ვერ წამოვიდა (მაშინ გორის "დილაში" თამაშობდა), მაგრამ ადრე დაუმთავრდა ვარჯიში და გადაწყვიტა ჩემთვისაც ჩამოეკითხა. იმ დღეს ძალიან წვიმდა. მანქანა მოუცურდა და მიკროავტობუსს შეეჯახა...

გიორგიმ მიიღო ქალა-ტვინის მძიმე დაზიანება. თავში უამრავი ჩაქცევა ჰქონდა, ერთი თვე კომაში იყო...

ჩემს მაშინდელ ემოციებს რაც შეეხება, ბევრი რამ არ მახსოვს... ზოგადად არ ვარ ემოციური და იმ მომენტშიც მეგონა, ემოციებს არ გამოვხატავდი, მაგრამ როგორც მეგობრები იხსენებენ, არაადეკვატური ვიყავი, თუმცა ცუდზე არასდროს მიფიქრია, არ დამიშვია, რომ ამ ამბავს სხვანაირი დასასრული ექნებოდა. ყოველთვის მჯეროდა, რომ მოერეოდა! იხილეთ სრულად