ავარიას ახალგაზდრა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ავარიას ახალგაზდრა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისი-ზესტაფონის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო ჯგუფები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც მსხვერპლი გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"