"თეგეტა მოტორსის" თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ - კვირის პალიტრა

"თეგეტა მოტორსის" თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

თეგეტა მოტორსის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით და ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, 10 ივნისს, კომპანიის 350-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა კორონავირუსის (COVID 19) გამოსავლენი ტესტი. ვირუსი არ დაუდასტურდა არც ერთ მათგანს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ის თანამშრომლები რომლებიც უშუალო კონტაქტში იმყოფებოდნენ ინფიცირებულთან, გადაყვანილნი იქნენ კარანტინში და დამატებით ჩაუტარდათ ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. 12 ივნისს, PCR ტესტირების შედეგად თეგეტა მოტორსის არც ერთ სხვა თანამშრომელს არ დაუდგინდა კორონავირუსი (COVID 19).

"თეგეტა მოტორსი, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ფილიალების, ასევე სათაო ოფისის და შენობა-ნაგებობების დეზინფექცია. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, თეგეტა მოტორსის თანამშრომლებს 5-ჯერ ჩაუტარდათ ტესტი კორონავირუსზე. კომპანიის თანამშრომლები სრულად არიან უზრუნველყოფილი ვირუსის გავრცელებისგან დამცავი ყველა საჭირო აღჭურვილობით. აქედან გამომდინარე, თეგეტა მოტორსის ფილიალები აგრძელებენ სტანდარტულ რეჟიმში მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს მთავრობის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.