"ასეთ ადამიანს ვშლი ჩემი ცხოვრებიდან" - კვირის პალიტრა

"ასეთ ადამიანს ვშლი ჩემი ცხოვრებიდან"

"ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე, რამდენიმე ეპიზოდს საერთოდ წავშლიდი"

"დაშვებულ შეცდომებს საერთოდ ამოვშლიდი ჩემი ბიოგრაფიიდან. არის მომენტები, რომლის გახსენებაც ადამიანს საერთოდ არ გინდა, კონკრეტულ სიტუაციაში, საკუთარი თავი იმდენად არ მოგწონს", - ამბობს მუსიკოსი მაია ბარათაშვილი. რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე, რა არის სიყვარული, არსებობს თუ არა ბედისწერა, რა დარიგება ახსოვს მამისგან და რის გამო არ სურს, ჰქონდეს ბევრი ფული? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...03.03.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი... - ...ექიმი, გინეკოლოგი.

- ჩემზე ამბობენ... - ...რომ ვარ ერთგული და თავდადებული მეგობარი.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე... - ...რამდენიმე ეპიზოდს საერთოდ წავშლიდი. ამბობენ, რომ ადამიანი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს. რა კარგი იქნებოდა, სხვის შეცდომებზე სწავლა რომ შეგვეძლოს.

- ჩემი პირველი წარმატება... - ...იყო 8 წლის ასაკში, ორკესტრთან ერთად, დიდ სცენაზე პირველი კონცერტის, ბახის ფა მინორის შესრულება.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით... - ...ჩემს მშობლებს და პედაგოგებს. დიდი მნიშვნელობა აქვს, ვისგან სწავლობ, ვინ არის შენი მაგალითი. გამიმართლა, თავდადებული მშობლები და საუკეთესო მასწავლებლები მყავდა.

- ბედნიერი ვარ, რომ... - ...ვმღერი, ჩემი სათქმელი სცენაზე გამომაქვს და მსმენელს ვუზიარებ. მუსიკა, მით უმეტეს, ჯაზი უნივერსალური საკომუნიკაციო ენაა, რომელიც ადამიანებს შორის ხიდებს აგებს.

- ყოველთვის მაქვს სურვილი... - ...სიმღერის; ასევე მაქვს სურვილი, რომ უკეთესი გავხდე.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს... - ...მიზანმიმართულობა, ერთგულება.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო... - ...სიფიცხე, ფეთქებადობა, სიჩქარე.

- დაშვებულ შეცდომებს... - ...საერთოდ ამოვშლიდი ბიოგრაფიიდან. არის მომენტები, რომლის გახსენებაც ადამიანს საერთოდ არ გინდა, კონკრეტულ სიტუაციაში საკუთარი თავი იმდენად არ მოგწონს.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე... - ...ყოველთვის უნდა გახსოვდეს საკუთარი ღირსება, მას მოფრთხილება სჭირდება.

- პატიება შემიძლია, თუ... - ...ადამიანი გულწრფელად ინანიებს. ამას მეორე ადამიანი ყოველთვის გრძნობს. თუ პიროვნებას ანგარება ამოძრავებს და სურს, გარკვეული გათვლების გამო, უბრალოდ შეგირიგდეს, ასეთ ადამიანს ვშლი ჩემი ცხოვრებიდან, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი ყოველთვის სიკეთეს ვუსურვებ.

- როცა მომავალზე ვფიქრობ... - ...ვინ იცის, მომავალი რა პერიოდია, იქნებ მომავალი კიდევ ერთი დღეა, რომელსაც ღმერთი გჩუქნის. მომავალზე ბევრ ფიქრს, სჯობს, აწმყოში ცხოვრება ვისწავლოთ და მადლობლები ვიყოთ ყველაფრისთვის, რაც გვეძლევა.

- ვიბნევი... - ...როცა რამე არ ვიცი.

- საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ, როცა... - ...ვბრაზობ. შეიძლება რაღაც მომენტში კონტროლი დავკარგო, მაგრამ ეს იშვიათად მემართება.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო... - ...65 კგ (იცინის).

- ჩემი ჰობია... გაგრძელება