ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა - კვირის პალიტრა

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "სპუტნიკ-ოსეთია" ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილე ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოთხივე დაინფიცირებული რუსეთის სამხედრო აკადემიის კურსანტია.

"გვყავს ოთხი ახალი დაინფიცირებული და ამდენივე გამოჯანმრთელებული. ამ დროისთვის ინფექციურ განყოფილებებში კორონავირუსით დაინფიცირებული 36 მოქალაქე განაგრძობს მკურნალობას,"- განაცხადა გაგლოევამ.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ცხინვალში დღემდე კორონავირუსის 76 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი 40-ია.

"ინტერპრესნიუსი"