გიორგი გახარია მზიურის გახსნაზე ცოლ-შვილთან ერთად მივიდა - კვირის პალიტრა

გიორგი გახარია მზიურის გახსნაზე ცოლ-შვილთან ერთად მივიდა

განახლებული "მზიურის პარკი" დღეს ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას პრემიერი, თბილისის მერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ასევე სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

გიორგი გახარია ღონისძიებაზე მეუღლესთან, მარიკა ფანცულაიასთან და 10 წლის ქალიშვილთან - ანნასთან ერთად იმყოფებოდა.

მზიურის გახსნას ესწრებოდნენ კახა კალაძის შვილებიც.

"მზიურის პარკის" რეაბილიტაციის დასრულებით დასრულდა დიდი სამუშაო. ამ სამუშაოს გაწევისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქტიშვილს. უდიდესი სამუშაოა ჩატარებული. ამას მოყვა ხეობის გაწმენდა. სრულად არის დაზღვეული შემდგომ ასეთი სტიქიის განმეორების შესაძლებლობა, აღდგა ბევრი გზა და კიდევ ბევრი სამუშაო იყო ჩატარებული. გაგრძელება