კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევის დაინფიცირების წყარო ცნობილია ? - რას აცხადებს ამირან გამყრელიძე - კვირის პალიტრა

კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევის დაინფიცირების წყარო ცნობილია ? - რას აცხადებს ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევის წყაროები დადგენილია.

როგორც გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, შემთხვევების ნაწილი საკარანტინო ზონას უკავშირდება, ნაწილი კი აქამდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებიდან გამოვლინდა.

მისი თქმით, საქმე ახალი კლასტერთან არ გვაქვს.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 864 გახდა. აქტიური შემთხვევების რიცხვი კი 161-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1-ით გაიზარდა და 703-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 2795 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"