დიანა ტრაპაიძე "ტვ პირველს" ტოვებს - რას წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში?
დიანა ტრაპაიძე "ტვ პირველს" ტოვებს. ამის შესახებ თავად ჟურნალისტი სოციალურ ქსლეში წერს.
"დღეიდან "დღის ამბებს" აღარ წავიყვან. მივდივარ ტელევიზიიდან, მაგრამ სულ ვიქნები TV პირველის გულშემატკივარი. იქ ჩემი ძალიან კარგი მეგობრები მუშაობენ და წარმატებები მათ.
განსაკუთრებული მადლობა ვატოს, ინგას, ჟიჟის, ვახოს, ნანას. მათთან და სხვებთან ერთად, მეც ვაკეთებდი არცთუ ურიგო ტელევიზიას და იქ პროფესიული ცხოვრების ალბათ საუკეთესო 4 წელი გავატარე.
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩავთვალე რომ ახლა დასრულების დროა.
პ.ს. არ გადავდივარ არსად. ცოტას დავისვენებ და მერე დავიწყებ თავიდან", - წერს ტრაპაიძე სოციალურ ქსელში". (წყარო)