"წუწუნებენ, რომ ნიღაბი ეროვნულ გამოცდებზე როგორ უნდა გაიკეთოს აბიტურიენტმაო, არადა..." - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე? - კვირის პალიტრა

"წუწუნებენ, რომ ნიღაბი ეროვნულ გამოცდებზე როგორ უნდა გაიკეთოს აბიტურიენტმაო, არადა..." - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე?

"წუწუნებენ, რომ ნიღაბი დისკომფორტს ქმნის, სიცხეში გაწუხებს, ან ეროვნულ გამოცდებზე როგორ უნდა გაიკეთოს აბიტურიენტმა... უნდა გვესმოდეს, რომ ეს კარგი ცხოვრებით არ არის გამოწვეული", - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ. მისი თქმით, ახლა წესების დაცვა უმნიშვნელოვანესია.

"ნუ შევასკდებით ეპიდემიას შუბლით, ნუ მივცემთ საშუალებას, დააზარალოს ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი ეკონომიკა, შეიწიროს ადამიანების სიცოცხლე. გახსოვთ, როგორი ვნებათაღელვა მოჰყვა ღვედების მოხმარებას? ხალხმა ეს თავისუფლების შეზღუდვად აღიქვა, მაგრამ დღეს ყველა იკეთებს. მოდი, ცოტა ხანს ნიღბებიც მოვითმინოთ. სტატისტიკურად დამტკიცდა, რომ ღვედის გაკეთებამ ავტოკატასტროფების დროს ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა. ასეა ახლაც - დამტკიცდა, რომ ნიღბების გამოყენება გადაარჩენს ბევრ სიცოცხლეს", განაცხადა მან. იხილეთ ინტერვიუ სრულად