"ჭამის დროს არ იხმაროთ პირბადე" - კვირის პალიტრა

"ჭამის დროს არ იხმაროთ პირბადე"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რაც ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ხდება, ანუ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა პროგნოზირებადი იყო და ეს არ არის მოულოდნელობა.

"პროგნოზირებადი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ეკონომიკა იხსნება, მეტი მობილობაა და ეს ასე უნდა ყოფილიყო", - განაცხადა გამყრელიძემ. მასვე კითხვა დაუსვეს დახურულ სივრცეში, კერძოდ რესტორნებში პირბადის გაკეთებაზე, რომელსაც გამყრელიძემ ასე უპასუხა:

"ჭამის დროს პირბადეს ვერ იხმართ, მაგრამ დახურულ სივრცეში ყოფნისას, თუ სხვა მაგიდასთან მიბრძანდებით ან გადიხართ საპირფარეშოში, მაშინ პირბადე უნდა გეკეთოთ, ისე კი, რა თქმა უნდა, ჭამის დროს არ იხმაროთ პირბადე. თუმცა სადღაც ვნახე, ასეთი პირბადეებიც გამოდის უკვე ხომ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.