ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრისას ორი პირი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელია - კვირის პალიტრა

ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრისას ორი პირი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელია

ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორიაზე ორი პირი დაშავდა, ერთი კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულებს შორის ერთი პოლიციელია.

"ერთი დაშავებული მოქალაქე ფეხის ტრავმით გადაყვანილია "ოპტიმა მედში". პოლიციელს რაც შეეხება, მან უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე. მას დაკვამლიანებისგან ჰქონდა მსუბუქი სუნთქვის უკმარისობა", - განაცხადეს უწყებაში.

"ინტერპრესნიუსი"